logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ხელისუფლების იმედი გქონდათ? ძალიან კარგი
- +

24 ივნისი. 2021. 14:14

 

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან ათავისუფლებს.

 

,,როცა ეს ე.წ. ოპოები სახელმწიფოს ამუნათებენ იმაში, რომ პანდემიის დროს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათთვის შეღავათების გაწევა არ ხდება და მათი მწირი ფანტაზიის სხვა ნაყოფებს ხიდან ჩამოვარდნილი ჭიანი მსხალივით აბერტყებენ, უბრალოდ ვიტყვი, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტს ორი კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

 

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი ადამიანი და 344 იურიდიული პირი (დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმა). ახლა ვიღაც იტყვის - ვიცოდით, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამდაო. ე.ი. იცოდით? ე.ი. ხელისუფლების იმედი გქონდათ? ძალიან კარგი. ეს მაინც უნდა ვთქვა - და ხელისუფლების იმედი რომ გქონდათ, იმიტომ არღვევდით? ეს ბოლო ფრაზა განსაკუთრებით იმათ ეხებათ, სპეციალურად, თავხედური პიარისთვის რომ არღვევდა რეგულაციებს“, - წერს  გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner