logo_geo
eng_logo
ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო - „60 წელი სცენაზე“
- +

19 ივლისი. 2016. 13:58


საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ცნობილი ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო და დამსახურებული არტისტის, ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.


ცნობილი ქართველი მსახიობი, რომელმაც მაყურებელს თავი უამრავი საინტერესო როლის შესრულებით დაამახსოვრა, უკვე 60 წელია ქართულ სცენაზე თუ სატელევიზიო ეკრანზე ჩანს და ამ პერიოდის განმავლობაში, მან არაერთი გამორჩეული პერსონაჟი განასახიერა.


ღონისძიებაზე 84 წლის მსახიობმა მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები გააცოცხლა და მონოსპექტაკლი წარმოადგინა.


ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საბურთალოს საზოგადოებრივი საბჭოების, პენსიონერთა და ვეტერანთა კავშირის წევრები ესწრებოდნენ.


ლეო ანთაძის შემოქმედების 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner