logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ეს იქნება ძალიან კარგი შეღავათი საზოგადოებისათვის ე.წ. პოსტპანდემიურ პერიოდში
- +

24 ივნისი. 2021. 14:51

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად იმ პირებს, რომელთაც პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ. 

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი საზოგადოებისათვის ძალიან კარგი შეღავათი იქნება.

 

„პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა არის კარგი, გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანობაში გათვალისწინებულია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და შეიძლება ითქვას ბიზნესის მდგომარეობაც, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ადამიანი დაზარალდა პანდემიის პერიოდში. გასაგებია, რომ მათ დაარღვიეს რეგულაციები, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ძალიან კარგი შეღავათი ეგრეთ წოდებულ პოსტპანდემიურ პერიოდში. თუ ეს ინიციატივა მიღებული იქნება პარლამენტის მიერ, კარგი ნაბიჯი იქნება გადადგმული მოსახლეობის მიმართ“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner