ავტორი მარიამ პაიჭაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო გარემოსა და „ქართული ოცნების" საარჩევნო სიებზე ისაუბრს. ტყემალაძე ფიქრობს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები მათი პროფესიონალიზმიდან და ერთგულებიდან გამომდინარე შეირჩნენ. აქვე აღნიშნავს, რომ დიდი კონკურენციიდან გამომდინარე არჩევნები რთული იქნება და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს ოქტომბრის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.
„სიის შედგენა და მაჟორიტარების დასახელება ხდება ორი მთავარი პრინციპიდან გამომდინარე: პირველი, მისი პროფესიონალიზმიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მეორე - აუცილებლად მისი ერთგულებიდან გამომდინარე იმ პოლიტიკურ პარტიის მიმართ, რომელსაც კანდიდატი წარმოადგენს. ეს ორი ძირითადი პრინციპი უნდა იყოს დაცული. ვფიქრობ, დასახელებული კანდიდატებიც ამ ნიშნით შეარჩიეს.
„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის დასახელებული კანდიდატებიდან ჩემთვის ახალი და უცხო სახე არცერთი არ ყოფილა და ისინი დიდი ხანია მოღვაწეობენ პოლიტიკაში. მოსახლეობამ უნდა შეაფასოს ისინი. თავად ამომრჩევლის გადასაწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს.
ვფიქრობ, რთული არჩევნები გველოდება გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენციაა ძალიან დიდი და ბევრმა გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება. პროვოკაციები რომ იქნება, ამის ნიშნები კორცხელის მაგალითმა დაგვანახა. ის, რომ ზოგს შეიძლება ნერვებმა უმტყუნოს, სახეზე გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ეს არის მისი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.