logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: ვეღარ სუნთქავს, ადამიანი ილევა
- +

24 ივნისი. 2021. 15:45

 

 

„ერთობა, რაობა, იმედის“ წევრი სოსო მანჯავიძე პარტიის დამფუძნებლის, ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

 

მისი ინფორმაციით, ვასაძე დიაგნოზის გასაგებად და სამკურნალოდ თურქეთში იმყოფება.

 

„მოწამვლა შეიძლებაო, როგორი საქმეა, როცა ვერ იგებ, რა გჭირს. ეგ არის ზუსტად მოწამვლის… არ ჩანს. ვერ დაიცავ, მხოლოდ ღმერთის იმედზე უნდა იყო. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ისე გაისტუმრონ საიქიოში, რომ ვერც კი გაიგონ, რა მოხდა. თუ, რა თქმა უნდა, ამაზე პოლიტიკური ნება არის.

 

ვეღარ სუნთქავს… ეგ ისეთი ტიპია, რაგბისტია და სულ ვარჯიშობს. ძალიან ცუდად გახდა. ფეხები დაუსივდა. ფილტვების ინტუბაცია აქვს შესუსტებული. კოვიდზეც გაესინჯა, თუმცა არ აქვს. მოსკოვშიც გაესინჯა და თბილისშიც, თუმცა, დიაგნოზი ვერსად დაუსვეს. ადამიანი ილევა, თურქეთშიც თუ ვერ დაუსვეს დიაგნოზი… აი, ენერგია რომ გეცლება. ფეხები რომ უსივდება, ეს ნიშნავს იმას, რომ გულთან არის პრობლემა. თურქეთში სერიოზული მედიცინაა, ვნახოთ“, – აცხადებს მანჯავიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner