logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე პრემიერის ინიციატივაზე: კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს
- +

24 ივნისი. 2021. 15:58

 

 

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

 

„პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით პირველი და მეორე მკაცრი შეზღუდვებისას, ბევრმა დაკარგა სამუშაო, ბიზნესის ნაწილმაც ფაქტობრივი გაჩერებით, არანაკლები დანაკლისი ნახა, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარებების და ეკონომიკის მხარდამჭერი პაკეტებისა. დღეს, როდესაც ეკონომიკა იმაზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან, ვიდრე მოსალოდნელი იყო, არანაკლებ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებები, რაც, პირველ რიგში, ახალი შესაძლებლობების გაჩენას უზრუნველყოფს.

 

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, სწორედ საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების თვალსაზრისით არის ნიშანდობლივი. აღსანიშნავია, რომ ამნისტია შეეხება და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი, რომლებმაც ჯარიმები დაეკისრათ - იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო. აქ საუბარია მათზე დაკისრებულ, დაახლოებით, 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმების გაუქმებაზე, რაც დღევანდელ პირობებში, ბიუჯეტისათვის არ არის მცირე თანხა, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ჰუმანურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, უპირველესად პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით“, – წერს facebook-გვერდზე გიორგი ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner