logo_geo
eng_logo
ვრცელდება ინფორმაცია ონლაინ-საკრედიტოს მხრიდან ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელებისა და პაროლების შეგროვების შესახებ
- +

19 ივლისი. 2016. 14:00


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბრობს ონლაინ-სესხების კომპანიების მხრიდან ინტერნეტბანკის მომხმარებლების სახელებისა და პაროლების შეგროვებაზე. მისი თქმით, მიმდინარეობს საქმის სიღრმისეული შესწავლა.



„რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა წყაროებიდან მივიღეთ ინფორმაცია ონლაინ-სესხების კომპანიების მხრიდან, ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელებისა და პაროლების შეგროვების შესახებ და დავიწყეთ ერთ-ერთი კომპანიის შემოწმება.

 

საუბარია ონლაინ-სესხის გაცემის დროს მომხმარებელთა ინტერნეტბანკის სახელებისა და პაროლების შეგროვებაზე. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება კონფიდენციალურ ინფორმაციას, შესაბამისად, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას, და მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ აღნიშნული ინფორმაციის გაცემისას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის სიღრმისეული შესწავლა. საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმეა, რადგან არ არის გამორიცხული, შეგროვებული მონაცემები ქვეყნის გარეთაც გადიოდეს. ინსპექტირება სულ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და ბევრი დეტალია გამოსაკვლევი, შეიძლება მსგავს სერვისს სხვა კომპანიებიც იყენებდნენ, ამიტომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებ კონკრეტული კომპანიის დასახელებისგან. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად შევისწავლით საკითხს და შედეგებს აუცილებლად გავაცნობთ საზოგადოებას", - აცხადებს თამარ ქალდანი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner