„თუ ჩვენ დავეყრდნობით იმ ლოგიკურ ჯაჭვს, რაც გრძელდება თებერვლის მოვლენებიდან დღემდე - ეს იყო ამ სცენარის ძალიან ლოგიკური გაგრძელება“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა მიხეილ სააკააშვილისა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.
მისივე თქმით, გახარია ჯერ გაექცა პასუხისმგებლობას, შემდეგ კითხვებს, ახლა კი ცდილობს თავი აარიდოს ფაქტებს.
„აკეთებს ამას გამიზნულად თუ თამაშობს სხვის თამაშს და უბრალოდ არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოებასთან, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საცნაურდება მისი საქციელით. ის მაინც ფარდას ხდის თავის რეალურ მიზნებსა და ინტერესებს, რაც ნამდვილად ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, მათ აქვთ ერთი მიზანი და საკითხავია, ოღონდ საკითხავია ვინ ვის დაკვეთას ასრულებს.
„ვფიქრობ, რომ გახარია მოქმედებს საააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე. მათი ძირითადი ინტერესია, რომ ზეგავლენა მოახდინონ თვითმმართველობის არჩევნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ 43%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლოს. ისინი ამას ვერასდროს ვერ ეღირსებიან. პირიქით, მათი დღევანდელი ქმედებები კიდევ უფრო ზრდის „ქართული ოცნების“ რეიტინგსა და მხარდაჭერას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.