logo_geo
eng_logo
გიორგი ახვლედიანი: ევროკომისიის დოკუმენტს მკაცრი შეფასება უნდა მიეცეს
- +

5 მარტი. 2016. 13:45



„ძალიან არაადეკვატურ შეფასებასთან გვაქვს საქმე", - ასე ეხმაურება „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი ევროკომისიის დოკუმენტს, სადაც საქართველოს პატრიარქი სიძულვილის ენის გამოყენებაშია დადანაშაულებული. როგორც ახვლედიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ განცხადებას ქართული მხარისგან მკაცრი შეფასება უნდა მიეცეს.

 

„თუმცა, რა გასაკვირია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც ჩანს, ცდილობს გრანტის მოპოვებას იმ საშუალებებით, რასაც ჰქვია ყველანაირი მნიშვნელოვანი ღირებულებების დისკრედიტაცია. ეს ადამიანები გრანტს მოიპოვებენ პატრიარქის ლანძღვა-გინებით, არანორმალური ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადების მოთხოვნით. მიდის მცდელობა, რომ ჩვენს ბავშვებს ცნობიერება გადაუგვარონ. ეს ყველაფერი უკვე საგანმანათლებლო სისტემის დონეზე ხორციელდება. გასაკვირი არაფერი არაა. თუმცა, ამ ყველაფერს სჭირდება მკაცრი შეფასება და ეს არ შეიძლება ერთი ყურიდან შეუშვა, მეორედან გამოუშვა და ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ეს ყველაფერი არ არსებობს. ამას უნდა მიეცეს ძალიან მკაცრი შეფასება და ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია. შეუძლებელია, რომელიმე უმცირესობის უფლებების დავის ეგიდით მოხდეს დეგრადირება და შერყვნა ისეთი ღირებულებებისა, რომლითაც ქართველთა ცხოვრების წესი გამოირჩევა", - განაცხადა ახვლედიანმა. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner