logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: ეს არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრული უნდა იყოს!
- +

19 ივლისი. 2016. 14:01


პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა ია მეტრეველმა „პირველის" ეთერში „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით ისაუბრა. მეტრეველის განცხადებით, ოქტომბრის არჩევნები „ნაცმოძრაობის" დასასრული უნდა იყოს.



ეს არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის" დასასრული უნდა იყოს!

დაპირისპირება ამ ქვეყანში არ დასრულდება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, არ აიკრძალება. რადგანაც მათ არამარტო ქვეყნის წინაშე, არამედ კაცობრიობის წინაშე აქვთ ჩადენილი დანაშაულები. ისეთი განსაკუთრებული სისატიკეებით აწამებდნენ ხალხს XXI საუკუნეში, საერთოდ ხმას როგორ იღებენ?!" - აღნიშნა მეტრეველმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner