logo_geo
eng_logo
ზურაბ ტყემალაძე: არ ვისურვებდი, თურქეთმა დააბრუნოს სიკვდილით დასჯა
- +

19 ივლისი. 2016. 14:12


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. მისი თქმით, ის, რაც თურქეთში ხდება, მიუღებელია. აქვე, ტყემელაძე საუბრობს თურქეთის მიერ სიკვდილით დასჯის შესაძლო დაკანონებაზე და ამბობს, რომ არავის აქვს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება.

 

 

„დღეს თურქეთში დემოკრატიულად არჩეული მთავრობა მოქმედებს. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ბუნებრივია, მიუღებელია ყველა ქვეყანაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, თურქეთშიც. ძნელია შევაფასოთ, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები. ამას შეაფასებს ისტორია და მომავალი. რაც შეეხება მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებს, დღეს თურქეთში არის საპარლამენტო რესპუბლიკა და არის მცდელობა საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაკეთების. ყველას აქვს იმის ცდუნება, რომ ერთ ხელში იყოს საკმაოდ სერიოზული ძალაუფლება, რომლითაც შეძლებს ამხელა ქვეყნის მართვას და წესრიგის დამყარებას.

 

ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში განვითარებული ქვეყნები წავიდნენ იმ მიმართულებით, რომ სიკვდილით დასჯა არ უნდა იყოს  გამოყენებული არცერთ შემთხვევაში. არავის აქვს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება და ამის გამართლება არანაირი კანონით არ შეიძლება. როგორც ჩანს, ერდოღანი თვლის, რომ დღეს თურქეთში საჭიროა საკმაოდ მკაცრი მიდგომები. არ ვისურვებდი, თურქეთმა დააბრუნოს სიკვდილით დასჯა. ეს ჩემთვის მიუღებელია", - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner