logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: "იპსოსის" კვლევა სრულიად ყალბია და რა თქმა უნდა არ ასახავს საზოგადოების რეალულ განწყობებს
- +

25 ივნისი. 2021. 02:11

 

 

IPSOS-ის კვლევის შედეგებს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„გამოცდილი სოციოლოგი  საერთოდ არ არის საჭირო! სულ ოდნავ პოლიტიკაში ჩახედული დილეტანტიც კი ძალიან მარტივად დაასკვნის, რომ "იპსოსის" ( სინამდვილეში - ნაციონალური მოძრაობის) კვლევა სრულიად ყალბია და რა თქმა უნდა არ ასახავს საზოგადოების რეალულ განწყობებს“, - წერს მეტრეველი.

 

ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა Ipsos-მა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32%-მა „ქართულ ოცნებას“, 23%-მა „ნაციონალურ მოძრაობას“, 8%-მა კი პარტიას „საქართველოსთვის“ მისცა ხმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner