IPSOS-ის კვლევის შედეგებს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გამოცდილი სოციოლოგი საერთოდ არ არის საჭირო! სულ ოდნავ პოლიტიკაში ჩახედული დილეტანტიც კი ძალიან მარტივად დაასკვნის, რომ "იპსოსის" ( სინამდვილეში - ნაციონალური მოძრაობის) კვლევა სრულიად ყალბია და რა თქმა უნდა არ ასახავს საზოგადოების რეალულ განწყობებს“, - წერს მეტრეველი.
ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა Ipsos-მა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32%-მა „ქართულ ოცნებას“, 23%-მა „ნაციონალურ მოძრაობას“, 8%-მა კი პარტიას „საქართველოსთვის“ მისცა ხმა.