სტამბოლის პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, 900-ზე მეტი დაკავებულის დაკითხვა ჯერ კიდევ გრძელდება.
ამ დროისთვის, სტამბოლის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ 278 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არის 13 მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, რომელთა მიმართ გამოძიება „სახელმწიფოს წინაღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა" და „შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის" ბრალდებით მიმდინარეობს.