„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! ამ დონის ოპოზიცია სომალში და განაში არ იქნება!“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„საფანჩატურეთში მიშკას ზემოქმედებით და შალიკოს ხელმძღვანელობით დავაჟკაცებულ-დაგონიერებული ოპოები იწყებენ პოლიტთამაშს!
რაც გამოიხატება შემდეგში:
ვინაიდან პოლიტბრძოლის თავი არ აქვთ! იმუქრებიან, ხან პარლამენტში დავიმალებით, ზოგჯერ კიდევ როდესაც ჩვენი პრეტენზიები არ გავა, გავიბუტებით და ისევ საფანჩატურეთში გავიქცევით!
იქ შალიკო ძიასთან ვიჩივლებთ, ის კი კეთილი "სანტა კლაუსია" და ბაზალეთზე დაჭერილ თევზებს მოგვიხრაკავსო!
ასე რომ ვიქნებით წაღმა-უკუღმა რბენაშიო! ოღონდ ხელფასები შეუფერხებლად უნდა მოდიოდესო!
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! ამ დონის ოპოზიცია სომალში და განაში არ იქნება!
ამიტომაც აუცილებელია გაკეთდეს ერთი დიდი გალია, ჩავსვათ ეს ტვინნაკლულები შიგ ჩამოტარებით და ვანახოთ ფასიანი ბილეთებით მსოფლიოს!
ნაშოვნი ფული გადავრიცხოთ ბავშვთა სახლებში! სამარცხვინო ხალხი, სამარცხვინო!
აბა ჰე, გაიქეცით-გამოიქეცით თამაშის დროს გაბრაზებული პატარა ბიჭუნებივით!
ამათი მნახველი "ოცნება" რატომ 70%-ს არ აიღებს!
ვაი თქვენს პატრონს უბედურს!“, -წერს გევენეტაძე.