გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ პარლამენტში ოპოზიციის სკამები ცარიელია.
ანალიტიკოსი წერს, რომ ოპოზიციას არასდროს აინტერესებდა ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშების მოსმენა.
„Opposition MPs "attending" Public Defender's annual report.
„ოპოზიციის მხრიდან მქონდა აქტიურობის უფრო მეტი მოლოდინი და სამწუხაროა, რომ ვხედავთ ცარიელ სკამებს“, – განაცხადა პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
აი, ეს არის ნაცოპოზიციის ფსევდო-პოლიტიკოსების რეალური სახე. გინდ ხელისუფლებაში ყოფნისას, გინდ ოპოზიციურ ფლანგზე "მოღვაწეობისას", მათ არასოდეს აინტერესებთ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშების მოსმენა და დისკუსიაში ჩაბმა.
ჩემგან განსხვავებით, მათ ლომჯარიასადმი უამრავი პრეტენზია არ აქვთ და სად გაქრნენ? რა, ხელისუფლებისადმი არ აქვთ შეკითხვები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით?
პარტიული სტრუქტურების გაძლიერებაზე მუშაობენ თუ ამომრჩეველს ხვდებიან?“, - წერს აბაშიძე.