logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს ეწვია
- +

25 ივნისი. 2021. 10:45

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში სსიპ საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს ეწვია და მის ხელმძღვანელობასა და ორკესტრის წევრებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მინისტრი ადგილზე გაეცნო მუსიკალური ცენტრის საქმიანობას, დაათვალიერა სსიპ-ის შენობა და მის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებზე ეროვნული მუსიკალური ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.

 

ცენტრის ყველაზე დიდი გამოწვევა შენობისა და სათანადო სარეპეტიციო სივრცის უქონლობაა. მინისტრმა მოუწოდა ცენტრის ხელმძღვანელობას, შენობას ჩაუტარონ ექსპერტიზა მისი მდგრადობის დასადგენად და მხოლოდ ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ სამინისტროსთან ერთად დაიგეგმოს შემდგომი სამოქმედო გეგმა.

 

ამასთან, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს ესაჭიროება სარეპეტიციო სივრცის შესაბამისად მოწყობა და აქვს კომუნალური გადასახადების გადახდის პრობლემა, რის მოგვარებაშიც მინისტრმა ცენტრს მხარდაჭერა აღუთქვა.

 

თეა წულუკიანმა ეროვნული მუსიკალური ცენტრის წარმომადგენლებს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, განსაკუთრებით რეგიონებში და მოუწოდა ცენტრის შემოქმედებით კოლექტივს, რეგიონებში ტურნეები დაგეგმონ. ამასთან, მინისტრმა შესთავაზა ცენტრის წარმომადგენლებს, შემოქმედებითი კავშირები დაამყარონ სახელოვნებო სკოლების აღსაზრდელებთან და მათ მასტერკლასები ჩაუტარონ, რათა ახალგაზრდებს პროფესიული განვითარების საშუალება მიეცეთ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner