logo_geo
eng_logo
საბაჟო დეპარტამენტმა საქართველოში შემოტანილ პომიდორსა და გაყინულ ხორცში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინა
- +

25 ივნისი. 2021. 13:03

 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი", თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანეს სხვადასხვა სახეობის ხილბოსტნეული. ფიტოსანიტარმა, ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის შემოწმებისას, 1952 კილოგრამ პომიდორში საკარანტინო მავნე ორგანიზმი აღმოაჩინა. საქართველოს მთავრობის N463-ე დადგენილების თანახმად, საქონელი განადგურდა.

 

იმპორტის პირობებთან შეუსაბამობის მეორე ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში - „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ გამოვლინდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 82 500 კილოგრამ ქათმის გაყინულ ხორცში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე ორგანიზმი.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით, პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას შეუჩერდა საქართველოში იმპორტის უფლება ერთი წლის ვადით, ხოლო ტვირთი გადამუშავდება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით.​

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner