logo_geo
eng_logo
ალექსანდე ჯეჯელავა: ვაპირებ, პარლამენტარებს ჩავუტარო გაკვეთილი და ერთი არ ჩაუბარებიათ წარმატებით!
- +

19 ივლისი. 2016. 15:09


ჩოხატაურელ პედაგოგებთან შეხვედრისას განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმის განტვირთვისათვის საკითხები შეამციროს. თუმცა, მისი თქმით, ეს,  მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არ არის.


თქვენთან, პარლამენტთან, ყველასთან მომიწევს მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ამ პროცესში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდება. თუმცა ვაპირებ, დავამტკიცო, რომ ვერ ვასწავლით ამით და ვაპირებ, რომ პარლამენტარებს ჩავუტარო ორსაათიანი გაკვეთილი წილადებში და ერთი არ ჩაუბარებიათ წარმატებით! მგონი, რომ ვერ ისწავლიან და მერე მიხვდებიან, რომ რაღაც შესაცვლელია", - განაცხადა  ჯეჯელავამ.


ჯეჯელავას თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმის შეცვლასთან ერთად, მისი მიზანია განათლების სამინისტროს  „ბუას" სცენიდან გაყვანა.


ისე მოხდა, რომ სამინისტრო გადაიქცა მასწავლებლების არა მხარდამჭერ მეგობრად, არამედ ბუად, რომელიც პერიოდულად იმუქრებოდა. ვცდილობ, ვმუშაობ, რომ ეს განწყობა შეიცვალოს. ჩვენ ფულს მასწავლებლებს ვუხდით იმისთვის, რომ ასწავლონ ბავშვებს და თუ შეაშინებ, დასტრესავ, ის აღარ არის მასწავლებელი. პირობას გაძლევთ, რომ ვიდრე მე აქ ვარ, უბატონოდ ხმას ვერავინ გაგცემთ. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა", - მიმართა პედაგოგებს განათლების მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner