logo_geo
eng_logo
სამეგრელოში, 8 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლს ცეცხლი წაუკიდეს
- +

25 ივნისი. 2021. 13:25

 

სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლს, სავარაუდო დაზარალებულის ახლობლებმა ცეცხლი წაუკიდეს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

 

სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 8 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 65 წლის მამა და მისი 35 წლის შვილი უკვე დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან და მიმდინარეობს დაკითხვა.

 

მომხდარ სავარაუდო ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. ძალოვანი უწყების ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner