ჟურნალისტი გელა ზედელაშვილის სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:
„იცით, რა მაინტერესებს?
პრინციპში, არც მაინტერესებს, მაგრამ ვინაიდან უკვე ,,შავღონდი", იძულებული ვარ, დავსვა ზოგადსაკაცობრიო შეკითხვა: რაც ამ ტიპმა თავისი გრძელი ცხვირი ე.წ. პოლიტიკაში შეჰყო, რატომ დაიწყო ყველას დამუნათება, რატომ ელაპარაკება ყველას იქედნურად, რატომ დაჰბღავის ყველას ზემოდან?!
ბოლოს და ბოლოს, ვინ არის, რას წარმოადგენს, რატომ დამდგარა ასეთ ,,გონორზე", ხალხის ყვლეფის ხარჯზე რომ გამდიდრებულა და უშოვია ორიოდ გროში, ჰგონია, პარლამენტში ბღავილის უფლებაც აქვს?!
ვააა... ეგ რომ ლაპარაკობს (ჭყივის, ღრიალებს), სულ მგონია, მთელ ქვეყანას მაგისი ვალი აქვს... არა, კი გვაქვს ბევრს და ალბათ ამიტომაც არის დიდ გულზე, მაგრამ ყველა ხომ არ უხდის პროცენტებს?!
დავიჯერო, დეპუტატებსაც გაქვთ ამისი ვალი, ასე რომ ,,აბლატავებთ"? უთხარით, კაცო, რამე, თქვენი არ ვიცი და... მე უკვე ,,შავღონდი"!
გამოვა, ჩხუბობს, ჭირვეულობს, იღრინება, არაფერი მოსწონს, ყველასთან მართალია, ყველას ბუღასავით უბღვერს, დღითი-დღე საშიში ხდება... ერთხელაც იქნება, ვინმეს უკბენს, შეიძლება დაგლიჯოს კიდევაც.
მაინც ვერ გავიგე, ვინ არი, რატომ ავარდნია თავში ავკაცობით ნაშოვნი უზალთუნები? ამასა ჰგონია, ნოტარიუსებს რომ დაარბენინებდნენ ღამ-ღამობით მიხა სააკაშვილის პერიოდში, მაშინ ტვინიც ემატებოდა? ჰმ... ემატებოდა არა, ჩემი ფეხები!
ეხლა იძახის, თუ ისე არ იქნება, როგორც მე, უსუფას და ბადრის გვინდა, პარლამენტს დავტოვებთო. გაუშვით, დატოვონ, ხელი არ შეუშალოთ, წავიდნენ, გასცილდნენ, დაგვასვენონ!“ - წერს გელა ზედელაშვილი.