საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, კანონმდებლებს ცნობილი ქართველი მხატვრის, ზურაბ ნიჟარაძის გარდაცვალების შესახებ აცნობა და მომხდარის გამო, მწუხარება გამოთქვა.
„ცნობილი ქართველი მხატვარი, ზურაბ, იგივე პიკო ნიჟარაძე იყო გამორჩეული მხატვარი - არა მხოლოდ თავის თაობაში. მისი ნამუშევრები, როგორც საქართველოს მუზეუმებში, ისე - ბევრი სხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში ინახება. ქართული კულტურისთვის, ეს ძალიან დიდი დანაკარგია. პარლემნტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა პარლამნეტის თავმჯდომარემ.
ცნობილი ქართველი მხატვარი, ზურაბ ნიჟარაძე 93 წლისა გარდაიცვალა.