logo_geo
eng_logo
ირაკლი კოპლატაძე: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთში ძალიან მნიშვნელოვანია
- +

19 ივლისი. 2016. 15:11


საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ ჟურნალისთებს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთში ძალიან მნიშვნელოვანია და თურქეთის ხელისუფლება ცალსახად აღნიშნავს ამ ფაქტზე დიდ მადლიერებას.




„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხელი ეწერება ახალ დოკუმენტს, რომელიც სხვადასხვა სფეროში ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის ახლა ეტაპზე გადაიყვანს.

 

საქართველოს მასშტაბით ასეთი ღონისძიება, სტრატეგიული საბჭოს სხდომის ფორმატში პირველად ტარდება და არ არის გასაკვირი, რომ ეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან თურქეთთან ტარდება.

 

დღეს თურქეთის ხელისუფლება ცალსახად აღნიშნავს იმ დიდ მადლობებს, იმ ნაბიჯის მიმართ, რომელიც გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, იმ თვალსაზრისით, რომ ამ დაძაბულობისა და სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ ტარდება ასეთი დიდი ღონისძიება", - ამბობს ირაკლი კოპლატაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner