logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ეროვნული სასწავლო გეგმა ეწინააღმდეგება კარგ სწავლას - იმას, რაც ბავშვებს უნდათ!
- +

19 ივლისი. 2016. 15:31


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა კარგ სწავლას ეწინააღმდეგება.

ჩოხატაურელ მასწავლებლებთან შეხვედრაზე, ჯეჯელავამ  განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება და მაგალითად წილადებზე ორი საათის გამოყოფა მოიყვანა.


არსებობენ ძალიან კარგი მასწავლებლები და მე დავინტერესდი, როგორ ახერხებენ ისინი იმის მიღწევას, რომ მათ გაკვეთილებზე ბავშვები ყოველთვის მოტივირებულები და კმაყოფილები არიან და აღმოვაჩინე, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, მასწავლებელი არღვევს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კარგ სწავლას - იმას, რაც ბავშვებს უნდათ.

შეუძლებელია, რომ ორ საათში წილადი ისწავლო. შესაძლოა, სამი გენიოსი გამოერიოს, რომელიც მიხვდება პირველი საათის ბოლოს, მაგრამ იმასაც ვარჯიში სჭირდება ცოდნის გასამყარებლად. ორი საათი რომ გავა და ბავშვი გეუბნება, რომ ვერ გაიგო, რა უნდა ქნათ? ან უნდა უთხრათ, დაჯექი, ორიანი, ან უნდა დაარღვიო სასწავლო გეგმა - მოპარო რაღაც საკითხს დრო და დაუთმო წილადებს.  სამწუხაროდ, ჩვენ მოვახერხეთ და იმდენი რამე ჩავყარეთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომ აღარ ვასწავლით",- განაცხადა ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner