„საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ არ დაუჭირეს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ლელომ“ ამით 19 აპრილის ხელშეკრულება დაარღვია.
„მეორე მოსმენით მივიღეთ „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილების პროექტი.
მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ არ დაუჭირეს მხარი ცვლილებებს.
ვარსკვლავები ისევ ლოგიკურად დალაგდა. „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტის როლიდან ვერ გამოდის და დღევანდელმა კენჭისყრამ ეს ოფიციალურად გააფორმა.
სხვათა შორის, „ლელომ“ ამით 19 აპრილის ხელშეკრულება დაარღვია“, - წერს შალვა პაპუაშვილი.