logo_geo
eng_logo
კახა კუკავა: „პარკინგ სერვისი“ ქუთაისში ხალხს აყაჩაღებს
- +

5 მარტი. 2016. 13:00



„თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ქუთაისში არსებულ კომპანია „პარკინგ სერვისს" ავტომობილების უკანონოდ დაჯარიმებაში ადანაშაულებს. როგორც კუკავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული კომპანია ეწევა უკანონო ქმედებას, რადგან „პარკინგ სერვისი" საჯარო რეესტრში დღემდე არ არის დარეგისტრირებული.


„კომპანია ჯარიმების ამოღებას ახორციელებს ისე, რომ რეესტრშიც კი არ არის დარეგისტრირებული. კომპანია, რომელიც ჯერ არ შექმნილა, ჯარიმებს უწერს მოსახლეობას", - განაცხადა კუკავამ.


პარტია „თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია აცხადებს, რომ კომპანია იმ ადგილზე გაჩერებულ ავტომობილების მძღოლებს უწერს ჯარიმებს, რომელიც კომპანიის საკუთრებაში არ არის. მისივე თქმით, მათ მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომ შეეჩერებინათ აღნიშნული უკანონო ქმედება, თუმცა სასამართლოსგან 2 დღის წინ უარი მიიღეს.


„ადამიანებს აჯარიმებენ უკანონოდ. მიდიან და აიძულებენ, რომ გადაიხადონ ჯარიმები. ეს არის უთოფო ყაჩაღობა. მოსახლეობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თოფით დააყაჩაღებენ თუ კალმით და ფურცლით", - განაცხადა წულაიამ.



 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner