logo_geo
eng_logo
ქუთაისში მოზარდის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 65 წლის მამაკაცი დააკავეს
- +

25 ივნისი. 2021. 17:01

 

ქუთაისში მოზარდის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 65 წლის მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა წუხელ ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა შვიდი წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. მომხდარის შესახებ არასრულწლოვანმა ოჯახს აცნობა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახეს. მომხდარის დეტალებზე ოჯახს და ადგილობრივებს საუბარი არ სურთ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner