logo_geo
eng_logo
ბათუმის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ გაიზარდა
- +

25 ივნისი. 2021. 17:16

 

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს ბათუმის განახლებული ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.

 

"ქვეყნის მასშტაბით ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და რისკების ეფექტურმა მართვამ, გამჭვირვალე საპრივატიზებო და საინვესტიციო გარემოს შექმნამ მკვეთრად გააუმჯობესა ეკონომიკური აქტივობები, რამაც შედეგად მოგვცა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა.


რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა აჭარის ა.რ. ბიუჯეტი, რომელიც აღემატება 414 მილიონ ლარს და არის პრეცედენტული და ისტორიული.


აღნიშნული სულისკვეთება ასახულია ქ. ბათუმის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, რომელიც იზრდება 46 მილიონ 807 ათას 300 ლარით და შეადგენს 204 მილიონ 800 ათას ლარს.


მოგეხსენებათ, ქალაქი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. ბევრი ქუჩა არის დარჩენილი, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება. გაზრდილი ბიუჯეტის შედეგად შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირება და ძალიან მალე, ბევრი პრობლემური საკითხი ეფექტურად გადაიჭრება.


ბიუჯეტის კორექტირებისას ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ სოციალური პასუხისმგებლობა და, ამავე დროს, კვლავ პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურის განვითარება", - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.


გაზრდილი ბიუჯეტი ბათუმელებისათვის ნიშნავს:


 ქალაქის სწრაფ განვითარებას;
 საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მეტი პროექტის განხორციელებას;
 ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის ამაღლებას;
 მეტი სამუშაო ადგილის გაჩენას;
 სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.
 ბიუჯეტის შემოსავლების მატების შედეგად გაიზარდა:
 სათამაშო მოსაკრებელი 5 მილიონ 410 ათასი ლარით;
 ტრანსფერი 29 მილიონ 958 ათას 300 ლარით;
 საპრივატიზაციო ობიექტებიდან დამატებითი შემოსავალები 8 მილიონ 100 ათასი ლარით.


 პროგრამულ ჭრილში ბიუჯეტი გაიზარდა შემდეგი მიმართულებებით:


 ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 628 ათას 200 ლარი.
 ინფრასტრუქტურის განვითარება - 36 მილიონ 412 ათას 700 ლარი.
 ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 3 მილიონ 331 ათას 700 ლარი.
 განათლება და კულტურა - 1 მილიონ 949 ათასი ლარი.
 სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობა - 3 მილიონ 630 ათას 300 ლარი.
 მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება - 2 მილიონ 500 ათასი ლარი. დაგეგმილია 40 ერთეული ავტობუსის შეძენა.


გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია:


3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა;

 

ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობა;

 

26 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია;


7 ახალი სკვერის მშენებლობა;


გონიოს სანაპირო ზოლსა და სხვადასხვა სარეაკრეაციო სივრცეში სპეციალური ინვენტარის მოწყობა
გზებისა და ქუჩების კეთილმოწყობის მასშტაბური სამუშაოები და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner