ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს სადაც, აღბეჭდილია, „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „გირჩის“, „რესპუბლიკური პარტიების“ ღია მხარდაჭერა „თბილისი პრაიდის“ ჩატარებასთან დაკავშირებით.
„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის უფლებაა და დისკრეცია დაუჭიროს მხარი იმას, რაც თავად უნდა მისი ღირებულებებიდან და მსოფლმხედველობიდან გამომდინარე. ამ დოკუმენტზე ხელმომწერმა პარტიებმა „პრაიდის“ ასეთი ღია მხარდაჭერით ძალიან მკაფიო გზავნილი გაუგზავნეს, როგორც საკუთარ ამომრჩეველს, ისე მთელ ქართულ საზოგადოებას.
მათ არ შეიძლება არ იცოდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ჩვენთან მცხოვრები სხვა ერები კი მათი რელიგიიდან და კულტურიდან გამომდინარე, ტრადიციული ღირებულებების მიმდევრები არიან.
მათი უმრავლესობა ჩემი მოკრძალებული აზრით, ვერ მიიღებს იმას, რის კულტივირებასაც „პრაიდის“ ორგანიზატორები ცდილობენ და ვერ მიიღებს იმას რასაც ეს პარტიები ახვევენ თავს.ამ პარტიების მიერ ხელმოწერილი ეს მოწოდება არის კიდევ ერთი ლუსტრატორი, რომ მათ ნაკლებად აინტერესებთ თავიანთი ამომრჩევლის აზრი და უფრო აინტერესებთ, ის, რომ მაქსიმალურად მოგებიან პოზიციაში გამოჩნდნენ ქვეყნის გარეთ. ვფიქრობ, ამ ყოველივეს არჩევნებზე გაეცემა პასუხი,“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.