logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: აუცილებლად უნდა დავუდგეთ მთავრობას გვერდში პრობლემების გადასალახავად და არსებული მიღწევების გასაუმჯობესებლად
- +

25 ივნისი. 2021. 17:22

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში სამთავრობო ანგარიშს ეხმიანება და facebook გვერდზე იმ პროექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც ბოლო პერიოდში სახელმწიფოს ხელშეწყობით განხორციელდა.

 

„დასრულდა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში სამთავრობო ანგარიშის წარდგენა. მისი შინაარსი დიდი ალბათობით არ აინტერესებს ოპოზიციური სპექტრის უდიდეს ნაწილს თავის ამომრჩევლებითურთ. მათი დამოკიდებულება - „მეტი NATO ვჭამოთ“, ან „გზები ვჭამოთ“ თუ „ინვესტიციები ვჭამოთ“ - გასაგებია და გამოსწორებას არ ექვემდებარება. მოსახლეობის ყველა სეგმენტს ერთნაირ, და ისიც მაღალ, IQ მაჩვენებელს ნუ მოვთხოვთ. ხოლო დანარჩენებისთვის - ვიყოთ თუ არა თვითკმაყოფილების მდგომარეობაში? მე მგონი რომ არა. დავუდგეთ თუ არა მთავრობას გვერდში - ქვეყანაში არსებული პრობლემების გადასალახავად და უკვე არსებული მიღწევების გასაუმჯობესებლად? მე მგონი - რომ აუცილებლად! მანამდე კი მოკლედ გავიხსენოთ, თუ რა „სტარტაპით“ ვაგრძელებთ, იმედია, ნათელი მომავლისაკენ, ამ ერთობლივ სვლას:

 

პროექტ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 2021 წელს 161 ობიექტი 160 მილიონ ლარად გაიყიდა.

 

ურთულეს პანდემიურ პირობებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსება, რამაც პანდემიის საპასუხო ღონისძიებები სრულად დააფინანსა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეგვინარჩუნა.

 

ჯანდაცვის ხარჯებმა შეადგინა 900 მილიონი.

 

ბიზნესის მხარდაჭერამ - 3,0 მილიარდი ლარი.

 

მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა - 1,3 მილიარდი ლარი.

 

აპრილში ექსპორტის 70 პროცენტიანი ზრდა პანდემიამდე მონაცემსაც აღემატება.

 

განხორციელდა 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.

 

გაიხსნა მაგისტრალური გზის 70 კმ.

 

აქტიურ ფაზაშია ფოთის საზღვაო ტერმინალის მშენებლობა.

 

არსად არ გამქრალა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის პრიორიტეტულობა.

 

დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 82 % - უკვე ხორციელდება საპილოტო გადაზიდვები.

 

დაიწყო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.

 

დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი.

 

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შარშან და წელს ჯამში 8300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი შეირჩა დასაფინანსებლად.

 

აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 942 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 84.5%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებლებს.

 

280 ათასი ჰექტარით გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი და დღეს ის ქვეყნის 12%-ს ფარავს.

 

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ ზონებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მივაწოდეთ დაახლოებით 4 მილიონი ლარის სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, ვაქცინები. ვუმკურნალეთ 1,500-მდე ადამიანს.

 

პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით.

 

გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების ხელფასი.

 

ტუბერკულოზის მართვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის ხელფასი 30%-ით გაიზარდა.

 

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა 8 000 ლარით (12 000-ის ნაცვლად 20 000 ლარის ღირებულების სამედიცინო სერვისი შეუძლიათ მიიღონ).

 

ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის პროგრამით განსაზღვრული თანხა 15 000-დან 23 000 ლარამდე გაიზარდა.

 

1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება.

 

იზრდება მოცვაც - 100000 ქულის ნაცვლად 120000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ დახმარებას.

 

დღეს სახელმწიფო პენსია 240 ლარია, ხოლო 70 წელს გადაცილებულთა პენსია - 275 ლარი. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერები იღებენ 20%-იან დანამატს. შესაბამისად, სახელმწიფო პენსია მთაში 288, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის - 330 ლარია.

 

ხელისუფლებამ სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით ან/და სათანადო ფულადი დახმარებით 42 976 ოჯახი (119 043 პირი) უზრუნველყო.

 

საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 3 070 ეკომიგრანტი ოჯახი.

 

2021 წლის ბოლომდე კიდევ 3 000-მდე დევნილი და 250-მდე ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით. შშმ პირების დახმარება (და ივლისიდან სოციალური პაკეტი) 250 ლარამდე იზრდება.

 

უახლოესს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ. წლის ბოლომდე 3.6 მილიონი დოზით ყველა პირობა იქნება, რათა დასახული მიზანი შევასრულოთ და დავასრულოთ მოსახლეობის სრული ვაქცინაცია.

 

პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსდება 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია 6 მილიარდ ლარს მიაღწევს.

 

2012 წელს საქონლის ექსპორტი შეადგენდა 2.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ეს მაჩვენებელი 2020-ში - 3.3 მილიარდია.

 

2012 წელს წყალუზრუნველყოფილი იყო 45 ათასი ჰექტარი, რაც 2021-სთვის 172 ათას ჰექტრამდე გაიზარდა.

 

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი 2012 წ.- 511 მლნ დოლარი იყო, ხოლო 2020 წელს - 942 მლნ დოლარამდე გაიზარდა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner