logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრობის 100 დღისთვის მოახერხა და ქვეყანა ხელშესახებ შედეგებზე გაიყვანა
- +

25 ივნისი. 2021. 17:43

 

 

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენი პოლიტიკური ჯარით წინ - წარსულისკენ! „ქართული ოცნება“ წინ - უკეთესი მომავლისათვის!ირაკლი ღარიბაშვილმა გლობალური გამოწვევის, კოვიდ 19 ის პირობებში პრემიერმინისტრობის 100 დღისთვის მოახერხა და ქვეყანა ხელშესახებ შედეგებზე გაიყვანა. ლარი მყარდება, ეკონომიკა იზრდება, წლის ბოლომდე კი 3.6 მილიონი ვაქცინა შემოვა!“, - ამ სიტყვებით ეხმაურება საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს, რომელიც მან პარლამენტში წარადგინა.

 

„აღსანიშნავია, რომ აპრილში ექსპორტის 70 პროცენტიანი ზრდა პანდემიამდე მონაცემსაც აღემატება!

 

ამბიციური, მაგრამ გააზრებული განაცხადია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს წარმოდგენილი კონკრეტული განვითარების გეგმა, რომელიც ყველა სფეროს მოიცავს და ქვეყნისა და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს ერგება. წარმოდგენილი ამბიციური და ხალხის კეთილდღეობაზე მორგებული გეგმით, დაბალპროცენტიანი ბიზნესსესხი ხელმისაწვდომი გახდება თითქმის ყველა დარგის ბიზნესისათვის. საპროცენტო განაკვეთის დაფინანსებასთან ერთად თანაგარანტირებაც მოხდება.

 

2022 წლების პერიოდში დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზებით ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდება ახალი პროგრამა, კერძოდ, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან/გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. მომდევნო 10 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჯამში დაიხარჯება 31.5 მილიარდი ლარი.

 

„განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტი აითვისებს 500 მილიონ ლარს.

 

დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის 430 კმ-იანი მაგისტრალი. წითელი ხიდი სარფის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების მაგისტრალის მშენებლობის დასრულებით მგზავრობის დრო განახევრდება და ნაცვლად 8 საათისა იქნება 4 საათი.

 

2012 წლიდან დღემდე აშენდა 151 კილომეტრი მაგისტრალური გზა. 2007-12 წლებში აშენდა მხოლოდ 68 კმ.

 

 სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი 2012 წ.- 511 მლნ დოლარი იყო, 2020 წელს - 942 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2030-ში ექსპორტი 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წელს მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული წვდომა ლიცენზირებულ წყალმომარაგებაზე.

 

ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს, ხოლო სრული დატვირთვისას 3000 ლარს მიაღწევს. უმუშევრობის მაჩვენებელი განახევრდება და 9-%-მდე შემცირდება. უახლოეს მომავალში დელტას ბაზაზე, ებრაულ კომპანიასთან ერთად, საქართველო დაიწყებს ამერიკული M4-ის ტიპის შაშხანების წარმოებას. მომავალი წლიდან, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ქვეყანა დაიწყებს უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას.

 

2022 წლის ბოლო 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

 

განვითარდება და ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება სამართალდამცავი სისტემა. ამოქმედდება ელექტრონული დისპეტჩერიზაციის პროგრამა e-Police, რაც გაზრდის დანაშაულზე და სხვა სამართალდარღვევებზე რეაგირების ეფექტიანობას. ამოქმედდება CRIME STOPPER, რაც მოქალაქეს საშუალებას მისცემს პოლიციას ოპერატიულად მიაწოდოს კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ანალიტიკური სისტემების განვითარება უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას და ხელს შეუწყობს მის დროულ გამოძიებას.

 

დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს შეატყობინებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ. იუსტიციის სამინისტრო 2030 წლისთვის გეგმავს: ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის ბოლომდე მიყვანას, ევროპული სტანდარტის მცირე ზომის ციხეების შექმნას, მოქმედი და ყოფილი პატიმრების დასაქმების ხელშეწყობას. არასრულწლოვანი პატიმრების საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსებას.

 

2030 წლისთვის დასრულდება მიწის ფონდის რეგისტრაცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანები 2030 წლამდე არის: 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა; ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია; აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება. სახელმწიფოს მიზანია მსხვილი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა, აშშ - თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. წარმოდგენილი გეგმით ჩემი საქართველო წინ - უკეთესი მომავლისაკენ! „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩაპრესილ ჩარჩენილების კი - წინ, წარსულისკენ!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner