logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ოპოზიციის შეკითხვები საკმარისია იმისათვის, რომ ნათლად დავინახოთ ვინ მუშაობს და ვის უჭირავს მახათი
- +

25 ივნისი. 2021. 20:35

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ დღეს ოპოზიციის შეძახილები მათ საკითხისადმი დამოკიდებულებაზე ნათლად მიუთითებდა.

 

,,საკმაოდ ბევრი დაიწერა ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის შესახებ, რომელშიც ნამდვილად იყო ყველაფერი ნათქვამი, როგორც პანდემიის პერიოდში ქვეყანაში განხორციელებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, მიმდინარე პროექტებსა თუ პერსპექტივებზე. ახლა ამ თემებზე არაფერს ვიტყვი, რადგანაც სპეციალისტების შეფასებები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება. მე უბრალოდ მინდა ყურადღება გავამახვილო ე.წ. ოპოზიციის მიერ დასმულ იმ შეკითხვებზე და გაკეთებულ შეძახილებზე, რომლებიც აბსოლუტურად უსაქმურად და უგვანოდ ისმოდა. აკაკი მინაშვილმა რაღაც იბოდიალა შარლ მიშელის დოკუმენტზე. ხათუნა სამნიძისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ე.წ. ღირსების მარშის მონაწილეთა დაცვაა. ლევანა ხაბეიშვილს აინტერესებს რა ღირს ღარიბაშვილის საათი და რაღაც პლაკატი ააფრიალა. ხაზარაძემ თქვა რაღაც. და ყველაზე ამაზრზენი - რომანა გოცირიძე, რომელსაც ხალხი არა-მოფერებით "კუპონას" ეძახის, შფოთავს რომ რამდენიმე მილიონი გაიფლანგა დღგ-თი მანიპულაციის შედეგადო (არადა როგორც ვიცი, არაფერი არ გაფლანგულა). კიდევ იყო რაღაც მსგავსი ხმები, მაგრამ მხოლოდ ეს მაგალითებიც საკმარისია იმისათვის, რომ ნათლად დავინახოთ ვინ მუშაობს და ვის უჭირავს მახათი ‘’, - წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner