logo_geo
eng_logo
მარი ბროსეს ბიუსტი „დედაენის ბაღში“ დადგეს
- +

19 ივლისი. 2016. 15:53


ცნობილი ფრანგი ქართველოლოგის მარი ბროსეს ბიუსტი, რომელიც 12 წლის წინ მოიპარეს, თბილისის „დედაენის ბაღში" 15 ივლისს საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, დედაქალაქის საკრებულოს წევრებთან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ხელნაწერთა ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად.


დავით ნარმანიას შეფასებით, მარი ბროსეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის, როგორც კულტურულ, ასევე საგანმანათლებლო სფეროში. მის სახელს ბევრი კარგი საქმე უკავშირდება და მისი შემოქმედებით დღემდე სარგებლობენ თაობები.

 

სწორედ მისი ღვაწლის უკვდავსაყოფად გადავწყვიტეთ ბიუსტის დედაენის ბაღში" დადგმა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


მოქანდაკე ჯუნა მიქატაძის მიერ შექმნილი მარი ბროსეს ბიუსტი, წლების განმავლობაში თბილისში, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში იდგა. 2004 წელს ქანდაკება მოიპარეს.

როგორც „სითი კვირას" თბილისის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელმა ნუცა აბაშიძემ განუცხადა, ბროსეს ბიუსტი ჯუნა მიქატაძის ყალიბის გამოყენებით აღადგინეს და ქანდაკება „დედაენის ბაღში" განათავსეს.


ჯუნა მიქატაძის ოჯახისგან ძეგლის ყალიბი მოვიპოვეთ და პირვანდელი სახით აღვადგინეთ. ვფიქრობთ, რომ მარი ბროსეს ბიუსტის დედაენის ბაღში განთავსება სიმბოლურია", - აცხადებს ნუცა აბაშიძე.


მარი ბროსეს ბიუსტის გახსნას მისი შთამომავლებიც დაესწრნენ.


​მარი ბროსეს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საქმეში. მან გამოაქვეყნა ნაშრომი „ქართული „რაინდული რომანის" თავისებურების შესახებ", დ. ჩუბინაშვილთან და ზ. ფალანდიშვილთან ერთად 1841 წელს გამოსცა „ვეფხისტყაოსანი".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner