logo_geo
eng_logo
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას გაეცნო
- +

25 ივნისი. 2021. 22:34

 

ვალერიან მჭედლიძემ სამხარეო ადმინისტრაციაში შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

ორგანიზაციებმა სახელმწიფო რწმუნებულს მათი საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეკრებილებმა რეგიონში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი მუშაობის საჭიროებას.

 

„დიდი მნიშვნელობა აქვს საჯარო და არასამთავრობო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობას, რადგან ჩვენ საერთო მიზანს ვემსახურებით - გავაძლიეროთ ჩვენი რეგიონი. მინდა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი საქმიანი ურთიერთობა, რადგან ერთობლივი მუშაობით ბევრად სწრაფად და ეფექტურად მივალთ შედეგებამდე. დღევანდელი შეხვედრა არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და სამომავლოდ თითოეული ორგანიზაციასთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავ“, - აღნიშნა რწმუნებულმა.

 

შეხვედრას ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner