logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: „ნაცსექტა“ მფარველობდა ნარკორეალიზატორებს
- +

19 ივლისი. 2016. 16:03


„ჩვენი სამშობლოს" ლიდერი ზვიად ჩიტიშვილი „ალიასთან" ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებზე საუბრობს. ჩიტიშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობა"  ნარკორეალიზატორებს მფარველობდა.



„ნაციონალური მოძრაობის"  საფარქვეშ მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც საქართველო ნარკოტრანზიტად აქცია, ათასობით  ახალგაზრდა გააუბედურა. გაერომ საგანგაშო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ საქართველოში ყოველწლიურად 2,4 ტონა ჰეროინი იყიდებოდა, საიდანაც ნარკორეალიზატორები, მინიმუმ, 700-მილიონიან მოგებას ნახულობდნენ. როგორ ფიქრობთ, ნარკორეალიზატორები მაშინდელი ხელისუფლების გარეშე ამას გაბედავდნენ?! 2009 წლის სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებამ ავღანური ჰეროინის მსოფლიო მასშტაბების გავრცელების საკითხზე მოხსენება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ყოველწლიურად ევროპაში საქართველოს გავლით 7 ტონა ჰეროინი გაედინებოდა. ვინ მფარველობდა ამ ნარკოტრანზიტს, თუ არა ნაცსექტა" და ამ საკითხზე გაერო ვარაუდს გამოთქვამდა, რომ მაშინდელი ხელისუფლება მფარველობდა ნარკოტრანზიტს", - განაცხადა ჩიტიშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner