„საქართველოს განვითარების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა პაატა ბურჭულაძემ სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო.
„ვისურვებდი, რომ გვქონდეს ისეთი საქართველო, როგორიც უნდოდათ და როგორზეც ოცნებობდნენ ეს გმირები, რასაც სიცოცხლე შესწირეს ამ ახალგაზრდებმა. მეტიც, მინდა, რომ სულ მალე იყოს ისე, რომ საჭირო აღარ გახდეს გადმოსვენება, რადგან სამაჩაბლო, აფხაზეთი და საქართველო ეს არის ერთი და მინდა, ჩვენ გვქონდეს იმის საშუალება, რომ ჩავიდეთ იქ და პატივი მივაგოთ ამ ადამიანებს და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად დავიტიროთ ეს ხალხი. პატივი ვცეთ მათ ხსოვნას. ისინი ჩვენი, საქართველოს შვილები არიან და მე ვიმედოვნებ, რომ მალე ასე იქნება", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.