logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: რატომ უნდა ვკვებო ტერორისტები წლების განმავალობაში ციხეებში?
- +

19 ივლისი. 2016. 16:22


CNN-თან ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ აი ერდოღანმა განაცხადა, რომ  სრულიად შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ის ათასობით ადამიანი, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის დააკავეს, სიკვდილით დაისაჯოს.


ერდოღანის თქმით, თურქ ხალხს სურს „ტერორისტების" სიკვდილით დასჯა, რომლებმაც გადატრიალება დაგეგმეს. 


თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სიკვდილით დასჯის შემოსაღებად საჭირო იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად.


ადამიანებს ახლა უკვე აქვთ წარმოდგენა ამდენი ტერორისტული აქტის შემდეგ, რომ ეს ტერორისტები ადგილზე უნდა განადგურდნენ. ისინი სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. რატომ უნდა ვკვებო ისინი წლების განმავალობაში ციხეებში? ადამიანებს სურთ, რომ ყველაფერი სწრაფად დასრულდეს, რადგან მათ ახლობლები დაკარგეს. ადამიანები საკმაოდ მგრძნობიარეები არიან და ჩვენ ძალიან გონივრულად და დელიკატურად უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა ერდოღანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner