„ირაკლი ღარიბაშვილებისთანა კაცებს რაც არ უნდა სიბინძურეები ესროლონ ვიღაც შარახვეტია, ვიგინდარა, ნეანდერტალელი ხანის ე.წ. პოლიტიკოსებმა ისინი მათ ისე აირეკლავენ, როგორც მარმარილოები ტალახს!“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„რიონის პირად დაბადებული დიდი კოლხ-იბერი ბრძანებდა:
"დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედითო....."
ჭყვიშელმა გენიოსმა იცოდა, რომ ოდითგანვე იყვნენ და იქნებოდნენ გულძარღვიანი კაცები საქართველოში!
მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ამჟამინდელი პრემიერი ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის გულის ფიცარზე დაწერილია; "მამული, ენა, სარწმუნოება"!
სწორედ, ასეთი კაცების ზურგზე გადადიოდა საუკუნეთა მანძილზე ქვეყნის მთელი სიმძიმილი!
ასეთი კაცები მოუღლელი, თავაუღებელი უსიტყვო შრომით ახდენდნენ ქვეყნის უშიშროების სრულყოფას!
ასეთმა კაცებმა იცოდნენ და იციან მშრომელი კაცის ფასი!
ირაკლი ღარიბაშვილისთანა კოლხ-იბერებმა მოიტანეს ეს ქვეყანა დღემდე, რომელსაც ჰქვია "საქორთუო-საქართველო".
თუ რაოდენ გულნათელია ეს კაცი, დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა!
მე არ შევუდგები იმის განხილვას თუ როგორი ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა დღეს ამ ძირძველმა ქართველმა!
ნათქვამია: "საქმემან შენმან გამოგაჩინოსო"....
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ირაკლი ღარიბაშვილებისთანა კაცებს რაც არ უნდა სიბინძურეები ესროლონ ვიღაც შარახვეტია, ვიგინდარა, ნეანდერტალელი ხანის ე.წ. პოლიტიკოსებმა ისინი მათ ისე აირეკლავენ, როგორც მარმარილოები ტალახს!
საქართველო გაჩენის დღიდან ასეთ კაცებზე იდგა და დგას.
ჰოდა, წარმატებები ასეთ ახალგაზრდა ქორთუ-კოლხებს და მათ საფიცარ საქართველოს!“, - წერს ანალიტიკოსი.