„როიტერის" ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებად სირიის ქალაქ მანბიჯზე განხორცილელებული ავიადარტყმების შედეგად სულ მცირე 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
როგორც სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრში მიიჩნევენ, ავიადარტყმები კოალიციურმა ძალებმა განახორციელეს.
დამკვირვებლების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 11 ბავშვია. გარდა ამისა, რამდენიმე ათეული ადამიანი დაიჭრა.