საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„ირაკლი ღარიბაშვილმა, კაიფში მოღლიცინე სააკაშვილის ხსენებით, მენჯებიდან ამოაგდო მაწანწალას სექტა!“, - წერს მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის 9 აგვისტოს, უშიშროების სხდომაზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.