logo_geo
eng_logo
სამეგრელოში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
- +

26 ივნისი. 2021. 10:36

 

სამეგრელოში, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებული მამა-შვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 65 წლის მამის და 35 წლის შვილის წინააღმდეგ გამოძიება 137-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

დაკავებულ მამა-შვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ასევე იძალადეს 8 წლის მსხვერპლის დის მიმართაც, რის გამოც მათ ბრალდება დაუმძიმდათ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობდა მეორე არასრულწლოვანი მსხვერპლიც პროკურატურამ გუშინ გაავრცელა.

 

დაზარალებული ბავშვის ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ მამა-შვილი მძიმე დანაშაულს მოზარდის მიმართ სისტემატურად, ორი წლის განმავლობაში ჩადიოდნენ და მას ფაქტის გამხელის შემთხვევაში ბავშვისა და ასევე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ოჯახის წევრები და ნათესავები მძიმე დანაშაულში მხილებული მამა-შვილის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

 

8 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 65 წლის მამა და მისი 35 წლის შვილი დააკავეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner