logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილს ბინალი ილდირიმი ოფიციალური ცერემონიით დახვდა
- +

19 ივლისი. 2016. 17:05


ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს თურქი კოლეგა ბინალი ილდირიმი ოფიციალური ცერემონიით დახვდა.

ჩანქაიას სასახლეში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს სამთავრობო დელეგაციების წევრები წარუდგინეს.

მთავრობის მეთაურები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დღესვე, ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის  საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართება და ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner