logo_geo
eng_logo
ქუთაისში მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
- +

26 ივნისი. 2021. 20:11

 

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

 

გამოძიება 60 წლის მამაკაცს მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას ედავება.

 

60 წლის მამაკაცი ქუთაისში მას შემდეგ დააკავეს, რაც არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა.

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 60 წლის მამაკაცს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner