„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სოფლის ცენტრში მდებარე სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
არხი გაწმენდის შემდეგ მოეწყო რკინაბეტონის ანაკრები ღარები, რომელიც გადაიხურება რკინა/ბეტონის ცხაურებით, ასევე მოსწორდება და მობეტონდება გვერდითი ადგილები.
სამუშაოებს შპს „საქართველოსჯგუფი“ ახორციელებს.