logo_geo
eng_logo
ჯასტინ ტრუდომ რომის პაპს ინციდენტების გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა
- +

26 ივნისი. 2021. 22:57

 

 

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ რომის პაპს კანადაში ჩასვლისკენ და კანადის მოსახლეობისთვის სკოლა-ინტერნატების ინციდენტში კათოლიკური ეკლესიის როლის გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

 

კანადის პრემიერმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სასკაჩევანის პროვინციაში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე კანადის მკვიდრი მოსახლეობის 751 უსახელო საფლავი იპოვეს.

 

აღსანიშნავია, რომ მაისის თვეში ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში, ინდიელი მოსახელობისთვის განკუთვნილ სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს.

 

ჯასტინ ტრუდოს თქმით, პირადად ესაუბრა რომის პაპ ფრანცისკეს და განუმარტა, რომ ბოდიშის მოხდა მნიშვნელოვანია, თუმცა კანადის მკვიდრი მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდა კანადის მიწაზე უნდა მოხდეს.

 

სკოლა-ინტერნატები კანადის ტერიტორიაზე მე-19-მე-20 საუკუნეებში მოქმედებდა და მკვიდრი მოსახლეობის ასიმილაციას ემსახურებოდა. სკოლები ძირითადად კათოლიკური ეკლესიის და ფედერალური მთავრობის მიერ იმართებოდა. 1831-1996 წლებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი 150 ათასამდე ბავშვი დააშორეს ოჯახებს იძულებით და სკოლა-ინტერნატებში განათავსეს.

 

რომის პაპმა განაცხადა, რომ ბავშვების ნეშტების აღმოჩენის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ მას „დიდი სულიერი ტკივილი მიაყენა“. მან კანადის ხელისუფლებას და კათოლიკურ ეკლესიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რათა საქმის დეტალები ცნობილი გახდეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner