საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ჩაილურში მოხდა.
როგორ imedinews- ს თვითმხილველებმა აცნობეს, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ავტომობილის მგზავრი, 45 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
რაც შეეხება მოტოციკლის მძღოლს, ის სხეულის არეში მიყენებული დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკაში მოხვდა მსუბუქი მანქანის ერთი მგზავრიც.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლი დაიწყო.