საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ცემისთვის დაკავებულ მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გორის სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების შუამდგომლობა სრულად გაიზიარა დაცვის მხარემაც, ადვოკატის აზრით ეს ოპტიმალური გამოსავალია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც თავად ბრალდებულისთვის ისე გარშემომყოფთათვის.
დაცვის მხარე ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩანიშვნასაც მოითხოვს, ადვოკატ თამარ თედლიაშვილი მიიჩნევა რომ მკურნალობა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აუცილებელია.
21-წლამდე ახალგაზრდას პროკურატურა სსკ 353 პრიმა მუხლის მე- 2 ნაწილით ედავება,რაც 7-11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავად ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. მან გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. მისი გამოკითხვა გარკვეული პერიოდი ვერ ხერხდებოდა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო.
წინასასამართლო პროცესი 20 აგვისტოს ჩაინიშნა .