logo_geo
eng_logo
ცაბუნია ვართაგავა: ასეთ სახლს, ან მიწას არავინ ყიდულობს
- +

27 ივნისი. 2021. 02:39

 

 

მას შემდეგ, რაც სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 8 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე, მოძალადე მამა-შვილის სახლი სოფლის მოსახლეობამ გადაწვა, ამ მიღებულ “ტრადიციას” სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ამ და მსგავს ფაქტებს “პრაიმტაიმთან” სამოქალაქო აქტივისტი, უფლებადამცველი ცაბუნია ვართაგავა იხსენებს.

 

 

 

სახლის გადაწვის შემთხვევები სამეგრელოში გავრცელებულიტრადიციაა”, დამნაშავეს თუ ოჯახის სხვა წევრი ჰყავს, იმ თემში აღარ დაედგომება. ჭიშკარსაც ხსნიან, რათა იქ ვეღარავინ იცხოვროს და თითოეულმა გამვლელმა იცოდეს, რომ იმ ნასახლარის პატრონმა უპატიებელი რამ ჩაიდინა.

 

ასეთ სახლს ან მიწას არავინ ყიდულობს, ბალახი იზრდება და წლების მანძილზე სახლი ნასახლარად იქცევა, სამეგრელოს სოფლებში რომ გაიაროთ, არაერთ ასეთ ნასახლარს ნახავთ.

 

ადრე, როდესაც მამიდაჩემის ქმარმა მამიდაჩემი და ჩემი მამიდაშვილი დახოცა, ჩვენი ახლობლებიც ამბობდნენ, წავიდეთ და სახლი გადავუწვათო. მამაჩემს უთქვამს, დას ეგ ვერ გამიცოცხლებს და რა აზრი აქვს სახლის დაწვასო

 

არც იმ 8 წლის ბავშვს უშველის სახლის დაწვაარც არავის

 

(მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ დაველოდებოდი კანონის აღსრულებას, ჩემს შვილს რომ მსგავსი რამ შემთხვეოდაშეიძლება, მხოლოდ სახლის გადაწვას არ დავჯერდებოდი. არავინ იცის, მსგავს სიტუაციაში ვინ როგორ მოვიქცევით…)

 

ერთადერთი, რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად დავიცვათ ბავშვები ძალადობისგან, ვასწავლოთ მათ თავის დაცვა, ძალადობის ამოცნობა, მოვიპოვოთ მათი ნდობა, რომ გვესაუბრონ და გვახსოვდეს, მოძალადე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, მხოლოდ უცხო კი არა, ხშირ შემთხვევაში ყველაზე ახლობელიც კი….” – ამბობს ცაბუნია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner