logo_geo
eng_logo
აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს
- +

27 ივნისი. 2021. 07:20

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ქალაქ ბათუმში, თითო-თითო ფაქტი კი - ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.

 

ქალაქ ბათუმში, მდინარე ჭოროხის მიმდებარედ, მოქალაქეები სპეციალური ტექნიკით (ესკავატორით) ახორციელებდნენ ინერტული მასალის - ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვებას. სამართალდამრღვევებს ჯამში უკანონოდ მოპოვებული 42 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში ჰქონდათ.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, მდინარე ჭოროხის მიმდებარედ კი, მოქალაქემ, სპეციალური ტექნიკის - ესკავატორის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა 2 კუბური მეტრი ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში).

 

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში კი, სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა ანდეზიტი-ბაზალტი და სხვა საშენი მასალები. წიაღისეულისა და საშენი მასალების უკანონოდ მოპოვების შედეგად, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 21 151 ლარი შეადგინა.

 

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner