logo_geo
eng_logo
ოზურგეთის სასამართლო პოლიციელების ცემისთვის დაკავებული 13 პირის საქმეს განიხილავს
- +

27 ივნისი. 2021. 07:39

 

ურეკში, პოლიციელების თავდასხმის ფაქტზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე ოზურგეთის სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

 

პროკურატურამ ცამეტივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.

 

შემთხვევა ურეკში, რამდენიმე დღის წინ მოხდა. ადგილობრივები ურეკის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ ადმინისტრაციული სამართალ დარღვევისთვის, თავიანთი ახლობლის დაკავება გააპროტესტეს. შემთხვევის დროს დაშავდა რამდენიმე პოლიციელი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner